,,საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უშიშროების ძალები საგანგებო რეჟიმზე არიან გადაყვანილი” – დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესმდივანმა, ნატალია ბოსიკოვა ავრცელებს.

ბოსიკოვას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება  დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

„საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოები გადაიყვანეს მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე“, – განაცხადა ბოსიკოვამ.

მსგავსი თემები