„საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს.

„საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. უღალატა მის კონსტიტუციას, მის ევროპულ მომავალს, ხალხს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და არ სურს, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. არა რუსულ კანონს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი თემები