,,ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება”- ლევან იოსელიანი

,,ყველაზე სერიოზული დაზიანება, მე რაც ვნახე ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

ლევან იოსელიანიას თქმით, დაკავებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

,,ყველაზე სერიოზული დაზიანება, მე რაც ვნახე ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება, სხვებს არ აქვთ ვიზუალურად, თუმცა ალბათ ეს ექიმებმა შესაბამისი დასკვნა უნდა დაწერონ და ეს გაირკვევა. ზურა ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან მისცა ჩვენება. იმ ადამიანებმა ვის დააკავეს, მათგან მოხვდა ის ხელკეტი, რომლის გამოც აქვს თავზე დაზიანება, როგორც ის აცხადებს. როგორც ამბობს, ჯაფარიძე, სპეციალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლისგან მოხვდა, სავარაუდოდ, ვინც ის დააკავა, კონკრეტულად რა პოზიცია უკავია არ ვიცი, თუმცა ყოველ შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლისგან. ჩვენც გავაგზავნეთ ინფორმაცია, ამის შესახებ ზურა საქმის კურსშია”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები