,,ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ”- კახა კალაძე

,,მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ ამაყი და თავაწეული, მომავალშიც ასე ვივლი,”-  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ”ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ”.

,,ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებებულებები, რაც შენს ქვეყანას აქვს, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს თქვენი ნებაა, თუმცა გარწმუნეთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები