,,ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს”- კახა კალაძე

,,ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოემხუარა და აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულებებით ცხოვრობს.

„ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფით. მინდა, ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას პირდად მე, ხშირად ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, მწერენ ხოლმე, კარგია კახა შოპინგი ევროპაში? – ახლა არ შევალ სიღრმეებში, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, ნიშანდობლივია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, ჩემი წარმატებები დაკავშრებულია მილანთა და ევროპასთან, რითაც ვამაყობ და ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩემი ქვეყნის ტრადიციებით და კულტურით, ამ მიდგომით და ტრადიციებით ვზრდი შვილებს.

ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ ამაყი და თავაწეული, მომავალშიც ასე ვივლი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები