,,76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში”- ლევან ხაბეიშვილი

,,აქამდე თუ ერთი გავრილოვი გვყავდა, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროტესტს, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

,,ირაკლი კობახიძემ, გავრილოვის ჩამომთრევმა, გუშინ მეორედ მოაწყო „გავრილოვის ღამე“. აქამდე თუ ერთი გავრილოვი გვყავდა, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში, რომელმაც ხელი მოაწერა პუტინისტურ, რუსულ კანონს. ასევე ნახეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. დღეს მე ვაკეთებ არა პოლიტიკურ, პარტიულ განცხადებას, არამედ, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორ გუშინ – ჩვენი დასაცავია ჩვენი ევროპული მომავალი! ევროპული მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. დღეს ვნახეთ, რომ დაწყებულია რუსული პროპაგანდა – ეს პარტია, ის პარტია. არაფერმა შეგაშინოთ. პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს თქვენი ქვეყანაა- ქართველი ხალხის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები