„შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს”- ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს

„შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, – წერს პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

მსგავსი თემები