,,ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება.

,,ბორელმა თქვა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში – ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს” – წერს ზახაროვა „ტელეგრამზე“.

,,ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია”- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი

მსგავსი თემები