,,სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა”- ჯაფარიძის ადვოკატი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

„ორივეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ზურაბ ჯაფარიძე დაჭერის შემდეგ კიდევ სცემეს, ურტყამდნენ, რადგან ლაპარაკობდა, ეუბნებოდნენ, გაჩუმდი, თორემ შენ ცემას კიდევ გავაგრძელებთო და სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა.

ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე წიწაკის სპრეის კვალი აქვს, რაც აქციის დროს გამოიყენეს. როგორც ჩანს, მისი სტანდარტულად მოშორება შეუძლებელია. სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ძალიან ბევრჯერ მიმართა სამედიცინო პუნქტს დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეაგირება არ ხდება,”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი.

მსგავსი თემები