რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,უკრაინელების მხარეს დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც წარსულში დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან ერთად, მოპოვებულია მტკიცებულებები “ქართულ ნაციონალურ ლეგიონში” საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათაც მსგავსი ბრალდებები აქვთ წაყენებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები