,,რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები”- ირაკლი კობახიძე უმრავლესობას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვონ.

,,ყველას მინდა, გთხოვოთ, მაქსიმალურად, რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები. ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია, თუ რამეზე იქნება რეაგირება საჭირო. გთხოვთ, კოლეგებო საპარლამენტო უმრავლესობიდან, რეაგირების გარეშე დატოვოთ თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოსვლები. ასეთი შეურაცხყოფები ამ ერთი საათის განმავლობაში მრავლად იქნება, თუმცა, გთხოვთ, რეაგირების გარეშე დავტოვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები