ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის მოატანა.
,,ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. მე ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხდავს, ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ჩააბარეს ოკუპანტს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი. შემოიყვანეს რუსული ჯარი და ააშენებინეს სამხედრო ბაზები. გახსოვთ, ომის შემდეგ, როგორ სამარცხვინოდ გადასცეს მთელ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა, რომ ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.