„ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში”- რატი ბრეგაძე

„ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თმით, ”ძალიან მაღლაა პოლიტიკური ტემპერატურა აწეული და სასურველია, ეს დაცხრეს იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც ამ კანონპროექტის მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი გახდეს და მაქსიმალურად ჯანსაღი ფორმა მიიღოს.”

,,ძალიან ამაყი ვარ იმით და ძალიან მოხარული, რომ წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელმაც ჩამოაყალიბა 78-ე მუხლი და ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მივეკუთვნები იმ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდშიც პირველად გაჩნდა საკონსტიტუციო ჩანაწერი და კონსტიტუციურ ვალდებულებად ექცა ყველა სახელმწიფო ორგანოს ყველა შესაძლო ზომის მიღება იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ერთხელ და სამუდამოდ კარგად რომ დაიმახსოვროთ, „ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება, არავინ გვაძალებდა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის მიღებას და სწორედ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაჩნდა ეს კონსტიტუციური ჩანაწერი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები