„რა დღეში ხართ, არაფრის არ გრცხვენიათ? სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარი თავის არ გრცხვენიათ?”- ხმაური პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება გრძელდება.  „არა რუსულ კანონს”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დაჩი ბერაიას მიმართავდნენ იმ დროს, როდესაც ”ხალხის ძალის” წევრი   ჟურნალისტების კითხვას პასუხობდა.

„რა დღეში ხართ, არაფრის არ გრცხვენიათ? სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარი თავის არ გრცხვენიათ? ამ ქვეყანას რამის არ გრცხვენიათ? მარტო ასე ბინდგადაკრული და რაღაც ზომბირებულად იქცევი, ზომბებად რომ გადაიქეცით“, – უპასუხა ბერაიამ ქალ დეპუტატებს.

მსგავსი თემები