თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 000-ს გადააჭარბა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდორანის განცხადებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 000 გადააჭარბა.

მისი თქმით, სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 3 000 000 ადამიანი. მათი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

მსგავსი თემები