,,ვიპოვით მკვლელებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელი ჯარისკაცის დახვრეტაა ნაჩვენები.

,,დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სასტიკად მოკლეს ოკუპანტებმა ჯარისკაცი, რომელმაც მათ გაბედულად უთხრა: “დიდება უკრაინას”. მინდა, რომ ყველამ ერთად ვუპასუხოთ მის სიტყვებს: “დიდება გმირებს!” “დიდება გმირებს!” დიდება უკრაინას!” ჩვენ ვიპოვით მკვლელებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები