ჩემმა კოლეგებმა კამერების წინ იჩხუბეს და წავიდნენ, დრამა დადგეს – სანდრო რაქვიაშვილი

კოლეგების ნაწილმა კამერების წინ იჩხუბა და წავიდა. თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო, თუ არ აპირებ კომიტეტის ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი აქციები მუხტს კლავს.

,,პრობლემაა ჩემი კოლეგების არათანმიმდევრულობა. არ შეიძლება, ერთდროულად კომიტეტის ჩატარება დაიწყო ან კომიტეტის ჩაშლა. ისე გამოვიდა, რომ ჩემი კოლეგების ნაწილმა კამერების წინ იჩხუბა და წავიდა, დრამა დადგეს. ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე: თუ ჩხუბობ, კამერების იქითაც უნდა იჩხუბო და გარეთ თუ გაგაგდეს, უკან უნდა დაბრუნდე. თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო, თუ არ აპირებ ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი თემები