,,არის მომაკვდავ მდგომარეობაში”- გიული ალასანია

,,არის მომაკვდავ მდგომარეობაში ადამიანი, მეტყველება აღდგენილი აქვს, ასე თუ ისე, მაგრამ რა წუთში წაერთმევა არ ვიცი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტთან სტრასბურგზე არ უსაუბრია.

,,საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, საერთოდ არ ფიქრობს, ფიქრობს, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში ქართველებმა არ დაუშვან ასეთი ადამიანის სიკვდილი. არავითარი ილუზია არ მაქვს არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით აქ, იმიტომ, რომ აღარაფერი აღარ არსებობს”, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

 

მსგავსი თემები