,,სხდომა არ ჩატარდება, წადით ახლა სახლში!”- სალომე სამადაშვილი

კომიტეტების სხდომათა დარბაზში სალომე სამადაშვილმა ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი დახია. მისი თქმით, არ დაუშვებენ სხდომის ჩატარებას.

,,სხდომა არ ტარდება დღეს! სხდომა არ ჩატარდება. წადით ახლა სახლში! ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი, შენნაირებისგან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები