,,რუსი პუტინისტი სუბარი, მიცვალებულის სიფათი აქვს პირდაპირ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენ გვიწევს ფიზიკურად დაცვა საქართველოს კონსტიტუციის, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციითაა განპირობებული,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ხალხის ძალის” წევრ სოზარ სუბარს, ”რუსული პასპორტი აიღოს და მოხიოს რუსეთში”.

,,ნახეთ, რუსი პუტინისტი სუბარი, მიცვალებულის სიფათი აქვს პირდაპირ. ამასაც ფარცხალაძესავით მოუწევს რუსული პასპორტი აიღოს და მოხიოს რუსეთში. ეს არის ამათი ბოლო. ჩვენ გვიწევს ფიზიკურად დაცვა საქართველოს კონსტიტუციის, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციითაა განპირობებული. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც პუტინის კრემლის მსახურები და რუსული აგენტურა. გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება. ფიზიკურად არის დასაცავი? ფიზიკურად დავიცავთ. კანონით არის დასაცავი? კანონით დავიცავთ. ყველა ოპოზიცია არის ერთად. არ არის არანაირი განსხვავებების დრო”.  – განაცხადა ხაბეიშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში.

მსგავსი თემები