რუსეთმა ხერსონის დეოკუპირებული ტერიტორია დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონის დეოკუპირებული ტერიტორია დაბომბეს. მათივე ცნობით, დაბომვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

,,28 თებერვალს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქ ხერსონის საცხოვრებელი უბნები და გარეუბნების დასახლებები. რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ასევე დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ექიმებმა სცადეს გადარჩენა, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო” –  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები