,,ეს არის ახლა ჩვენი ახალი რეალობა? კიდევ რამდენი რეგიონს შეეხება მომავალში თავდასხმა?”- თინა კანდელაკი

,,ეს არის ახლა ჩვენი ახალი რეალობა? კიდევ რამდენი რეგიონს შეეხება მომავალში თავდასხმა? არის თუ არა ვინმე მზად ჩვენს ხალხს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს?“,- ასე ეხმიანება კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას.

კანდელაკს აინტერესებს, აქვს თუ არა  თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ქალაქების დაცვის გეგმა.

„დღეს ჩვენს ხუთ რეგიონს დრონები დაესხნენ თავს. საბრძოლო თვითმფრინავებმა ბელგოროდის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურეს. დრონები ნახეს ქალაქ ტუაფსეშიც და ხანძარი „როსნეფტის“ ტერმინალში გაჩნდა. საბრძოლო თვითმფრინავები ნახეს ბრიანსკის რეგიონსა და ადიღეში.

მეხუთე რეგიონი კი მოსკოვის რეგიონია, სადაც თვითმფრინავი ბენზინგასამართ სადგურთან ჩამოვარდა.
დრონის თავდასხმის გეოგრაფია, როგორც ხედავთ, ფართომასშტაბიანია – სამხრეთ საზღვრებიდან ცენტრალურ ფედერალურ ოლქამდე.

ბევრი კითხვა მაქვს. ეს არის ახლა ჩვენი ახალი რეალობა? კიდევ რამდენი რეგიონს შეეხება მომავალში თავდასხმა? აქვს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ქალაქების დაცვის გეგმა? არის თუ არა ვინმე მზად ჩვენს ხალხს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს?“, – განაცხადა თინა კანდელაკმა.

მოსკოვის ოლქში უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მსგავსი თემები