,,ვეტოს დავადებ”- სალომე ზურაბიშვილი ”ხალხის ძალის” კანონპროექტზე

სალომე ზურაბიშვილი  „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას აანონსებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს.

„რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები