,,მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ დანაშაული ჩაიდინა”- ადვოკატი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, საქმეში რც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ყაჩაღობაში ბადრი ესებუას მონაწილეობას ადასტურებს.

როგორც ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული.

„დაზარალებულთაგან არცერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ – მსგავსი, რამ საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები