„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – სოლიდრობის აქცია თბილისში

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის სოლიდარობის აქცია დაიწყო. აქციის ერთ-ერთი წამყვანი უკრაინის მოქალქეა, რომელიც შეკრებილებს და უკრაინის მოქალაქეებს უკრაინულად მიმართავს.

აქციის მონაწილეები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უკრაინის მოქალაქეებიც არიან. პარამენტის შენობის წინ ფრიალებს საქართველოს, ევროავშირისა და უკრაინის დროშები. მთელ პერიმეტრზე გაფენილია საქართველოსა და უკრაინის უზარმაზარი დროშები.

„უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გავიდა ღირსების 365 დღე“ – აღნიშნა უკრაინის მოქალაქემ, რომელიც აქციას უძღვება.

აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. აქციაზე მიხეილ სააკაშილის პლაკატიც გამოჩნდა. ამ წუტებში კი საქერთველოს ჰიმნი ისმის, რის შემდეგაც უკრაინის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდება.

 

მსგავსი თემები