თბილისში, აქციის მონაწილეებს უკრაინიდან კიევის მერმა – ვიტალი კლიჩკომ მიმართა

„დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება ჩქვენს გმირებს“ – ამ სიტყვებით დაასრულა უკრაინის მერმა თბილისში, სოლიდარობის აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა. როგორც უკრაინის მერმა აღნიშნა, საქართველო და უკრაინა გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

„ძვირფასო ქართველებო, მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის. თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს მას, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნებს ოკუპაციას.

ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვემ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვემს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. პატივს ვცემთ 36 ქართველი მამაცი ჯარისკაცის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდნ. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისათვის. დარწმუნებული ვარ, უკრაინა და საქართველო, რომლებიც მიისწრაფიან ევროპისკენ, წარმატებით გადალახავენ ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება ჩქვენს გმირებს“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მსგავსი თემები