„მეოთხე წელია, სამართალი ვერ მიპოვნია“ – დაზარალებული ბიზნესმენი

  •  
  •  
  •  
  •  

2015 წელს დაზარალებული ბიზნესმენი იური შკუბულიანი, რომელსაც პროკურატურისგან მხოლოდ დაზარალებულად ცნობის ფურცელი უჭირავს, სამართალს კანონის ძალით ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ საკუთარი ძალებით მოუწევს სიმართლის პოვნა.

საქმე ეხება „ელიავას“ მიმდებარედ დამწვარ და განადგურებული ქონებას, სადაც კონკრეტული პირების ინტერესები იკვეთება. გამოკვეთილია იმ პირთა წრეც, ვისაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, თუმცა, მათ ნაცვლად, დაქირავებულ მუშას დააკისრეს პასუხისმგებლობა. მოწმეები ღიად საუბრობენ, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ არის.

„მეოთხე წელია, სამართალი ვერ მიპოვნია. მილიონ შვიდასი ათასის ქონება გაგვინადგურეს მათი დაუდევრობით და მას მერე სამართალს ვერ ვპოულობთ. მე ეს ქონება ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული და ბევრ ადამიანსაც ვეხმარებოდი. სამწუხაროდ, მომხდარი უბედურების შემდეგ, ქველმოქმედების კეთების უფლება შემიზღუდეს. მე მფარველები არასდროს მყოლია, როგორც მათ, კერძოდ შპს “პროფიკოლ +” -სს. პროკურატურამ კი საქმე დახურა და ხანძარი ადგილზე ჩამწვარ ორ მიცვალებულს დააბრალეს. ზარალის ანაზღაურების ნაწილი კი გადარჩენილი, გაჭირვებული მუშისკენ მიჰყავთ. ცდილობენ, ხელები მას შეაწმინდონ. გამოძიება არცერთ მოწმეზე გასულა, ყველა მოწმე ჩემმა ადვოკატებმა მოიძიეს და მიუყვანეს, თუმცა, სამართალს მაინც ვერ ვპოულობ“ – განაცხადა დაზარალებულმა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მართალია, იური შკუბულიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, თუმცა, საქმე სასამართლოში არ იძვრის. პირიქით, იმ პირთა ჯგუფს, ვისაც დაზარალებული ედავება და ვისაც სასამართლომ ქონება დაუყადაღა, დაზარალებულისთვის მოულოდნელად, ყადაღაც კი მოუხსნეს. დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების ზარალი ექსპერტიზითაც დადასტურებულია, თუმცა, დაზარალებულის განცხადებით, ყველაფერი იქით მიდის, რომ პასუხისმგებლების ნაცვლად, მთავარ დამნაშავედ უდანაშაულო მუშა გამოიყვანონ.

მსგავსი თემები