„თუ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში”- მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.

„თუ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში”- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე.

მისივე განცხადებით, საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში.

„დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ”- განაცხადა სააკაშვილმა და პროცესი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები