უკრაინის პრეზიდენტი ისევ ცის დახურვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ისევ მოუწოდებს, დახუროს უკრაინის ცა, რომ მოსახლეობის ჟლეტვა კიდევ არ გაგრძელდეს.

„კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? ჩვენ გადაწყვეტილებას ველით. ან ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ. მოგვეცით თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც საჭირო ძალას მოგვცემდა“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

დასავლელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დამატებით თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიაწოდოს. ცის დახურვაზე კი უკრაინამ უარი მიიღო, რადგანაც ეს ევროპის ომში ჩაბმას ნიშნავს.

 

მსგავსი თემები