,,პუტინი და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ”- ანდრეი კასიანოვი

,,პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას ადვილად დაამარცხებდა და მისი ქმედებები დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ,”-  ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა.

„რამშტაინის“ შეხვედრაზე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და ის ყოველ დღე უზარმაზარ ფასს იხდის. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას ადვილად დაამარცხებდა და მისი ქმედებები დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. მან თავისი გაბედულობითა და მედეგობით მთელი მსოფლიოს შთაგონება შეძლო. ნატო და დასავლეთი ისეთი ძლიერი და ერთიანი არასოდეს ყოფილა როგორც დღეს. რუსეთი გლობალურად გარიყულია და სრულ იზოლაციაში იმყოფება. რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. რუსეთს სურდა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მოშორება, რუსეთის მარიონეტული მთავრობის ჩანერგვა და უკრაინის, როგორც ერის, მისი ხალხის, კულტურისა და ისტორიის განადგურება სურდა. რუსეთმა ამას ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს.

რუსეთის პროპაგანდა მისი არმიის ძლევამოსილების შესახებ, საბოლოოდ დაინგრა. ის, რაც რუსეთის არმიას შეუძლია, არის მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებზე, დაწესებულებებზე, საავადმყოფოებზე, თეატრებსა და სკოლებზე თავდასხმა. ის იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას, ფოსფორის ბომბებს და ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებს“, – აღნიშნა კასიანოვმა.

მსგავსი თემები