,,ბირთვული ტრიადის გაძლიერებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ”- ვლადიმერ პუტინი

,,ისევე, როგორც მანამდე, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა რუსებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა.

„წელს, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანთ „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველ გამშვებებს ახალი მძიმე რაკეტით. გავაგრძელებთ „კინჟალის“ ჰიპერბგერითი სისტემების სრულ წარმოებას და დავიწყებთ „ცირკონის“ საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ განლაგებას“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები