“ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, ამნისტიის კანონპროექტს მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ  “ქართული ოცნება“ ამნისტიაზე მის თანხმობას “ვერ ეღირსება“.

მთავარი, რის გამოც” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მხარს არ უჭერს და ეწინააღმდეგება ამნისტიის კანონპროექტს, არის ის, რომ მმართველი პარტიის ვერსიაში ამნისტირებული პირის თანხმობა სჭირდება. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ამ წინადადებას არ დათანხმდება. 

“ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, იმიტომ რომ იმ ამნისტიის კანონპროექტს მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს. თუ ამ სახით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცევა ამნისტიის შესახებ, კვლავ მოუწევთ ათასობით სპეცნაზელის მოგზავნა “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში. ერთი – ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ, მეორე, მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზაციური სამყაროს წინააღმდეგ წასვლა. ნუ ბაქიბუქობენ პოლიტიკურად,“ – აცხადებს ნიკა მელია.

მსგავსი თემები