,,ამოიღონ დოკუმენტაცია, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა” – გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, საქმეში იკვეთება სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობაც.

,,ვთხოვ პროკურატურას, რომ უმოკლეს ვადებში, პირველი ამოიღონ ის დოკუმენტაცია, რომელი დოკუმენტაციითაც დგინდება, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა. ვინაიდან, საქმე გვაქვს სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობასთან. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასზედ რომ, მათ აქვთ უფლება, კონტროლი ახორციელონ იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებიც იხარჯება არა მარტო ამ კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც”, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა.   პროკურატურამ საქმეზე ბრალი წაუყენა ექთანს. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.

https://mcm.ge/175055/

მსგავსი თემები