„აღნიშნული კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია“ – სენატორი საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტზე

საქართველოში მყოფმა სენატორმა ჯიმ შაჰინმა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსული კანონის მსგავსია და არა ამერიკულის.

„მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა. კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

 

მსგავსი თემები