„ღირსები არიან…ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს და ახლა პოლიტიკოსები იქეთ უჩალიჩებთ“ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არასამთავრობო სექტორი და მედია ღირსია იმ კანონპროექტი, რაც „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა.

„ის “ენჯეოშნიკები“ და მედიასაშუალებები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა საკუთარ თავზე არ მოსწონთ, ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ – “ენჯეოშნიკებმა“ ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს და ახლა პოლიტიკოსები იქეთ უჩალიჩებთ“ – განაცხადა ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, ეს ანალოგიურია, რაც ე.წ. ანგარიშის გასწორება.

„რაც ახლა “ენჯეოშნიკებთან“ და მედიასთან მიმართებაში ხდება, ეს პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში უკვე მოხდა.  ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება, პოლიტიკის გაკონტროლება ზუსტად იმ არგუმენტაციით ხდება, როგორც ხდება ახლა – “ენჯეოშნიკების“ შემთხვევაში. “ხალხის ძალის“ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომელიც ჩვენ განსახილველად ერთი წლის წინ შემოვიტანეთ და ადამიანების უკანონო პატიმრობას ეხება – ვგულისხმობ “ბირჟა მაფიას“ კანონპროექტს. რატომ ხდება რომ იმ კანონპროექტს ერთი წელია არ ვიხილავთ და ვიხილავთ ამ სისულელეს, რომელიც “ენჯეოშნიკებმა“ ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს და ახლა პოლიტიკოსები იქეთ უჩალიჩებთ – ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ წინააღმდეგი არა ვარ რომ გაუჩალიჩოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ “ხალხის ძალამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით,“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

მსგავსი თემები