სენატორები საქართველოს მთავრობას მოსახლეობის ინტერესების ლობირებას ურჩევენ

საქართველოში ვიზიტად მყოფმა სენატორებმა მედიისთვის პრესკონფერეცია გამართეს, სადაც საქართველო ევროპულ მისწრაფებებსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. როგორც ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, მთავრობამ უნდა გააგრძელოს მხარი დაუჭიროს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ქართველი ხალხის სურვილი.

„რამდენიმე დღის წინ შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოცადა საკუთარ თავზე 2008 წელს. ყველა შეხვედრაზე ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“ – აღნიშნა სენატორმა პრესკონფერენციაზე.

ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობასაც მიმართა.

„შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, – აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

 

მსგავსი თემები