,,ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას”- ჯო ბაიდენი

ერთი წლის შემდეგ კიევი დგას და უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, – ამის შესახებ კიევში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებას აანონსებს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.

 

მსგავსი თემები