რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, რუსებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და არ აბრუნებენ. ოკუპანტები იტაცებენ არა მხოლოდ ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც.

„ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები“, – აღნიშნავენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში.

 

მსგავსი თემები