,,სახელმწიფოს გრანტების სახით 2,5 მილიარდი აქვს მიღებული დასავლეთისგან, მაშინ მთავრობაც უცხოურ აგენტად დარეგისტრირდეს”- პაატა მანჯგალაძე

,,სახელმწიფოს და მთავრობას გრანტების სახით დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი აქვს მიღებული დასავლეთისგან, მაშინ საქართველოს მთავრობა დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონს არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონთან.

„აგენტების შესახებ პროექტს არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონთან. ვკითხოთ პროექტის ავტორებს, როცა ამერიკამ ეს მიიღო ნაცისტური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, იგივე რისკებს ხედავენ დასავლეთიდან, რომ იგივე კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ?! სახელმწიფოს და მთავრობას გრანტების სახით დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი აქვს მიღებული დასავლეთისგან, მაშინ საქართველოს მთავრობა უნდა დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად. ამ კანონის მიზანია ადამიანების სტიგმატიზება, რომ ისინი საქართველოს პატრიოტები კი არ არიან, როცა კანონის უზენაესობას ითხოვენ, არამედ აგენტები არიან. არანაირი საერთო ამ კანონს დემოკრატიასთან არ აქვს. ის კანონიც არის 100 წლის და გარკვეულწილად შეიძლება შეუფერებელი იყოს ევროპულ სტანდარტთან,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები