,,ვიცით, რომ თუ წავაგებთ, დავკარგავთ ყველაფერს: სახლებს, შვილებს, მშობლებს”- ზელენსკი

,,გასული წლის 24 თებერვალს მომხდარის შემდეგ, კომპრომისები აღარ არსებობს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე აგრესორი ქვეყნის ჯარები. მისივე განცხადებით, ოკუპანტები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვან წინსვლას ახალი შეტევის დროს, რადგან ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.

„ვიცით, რომ თუ წავაგებთ, დავკარგავთ ყველაფერს: სახლებს, შვილებს, მშობლებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ძველია თუ ახალი შემოჭრა. გასული წლის 24 თებერვალს მომხდარის შემდეგ, კომპრომისები აღარ არსებობს. დაირღვა საერთაშორისო სამართალი, ყველაფერი ადამიანური. ჩვენ მათი არ გვეშინია, მათი არავის ეშინია, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ მიდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები