,,რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს”- გაეროში აშშ-ის ელჩი

გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს , თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს. მისი თქმით,  აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.

„ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას, უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, როგორც მოწინააღმდეგეს. ჩვენ მზად ვართ, კონკურენცია გავუწიოთ ჩინელებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევადაც. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

მსგავსი თემები