,,ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს.

ზელენსკი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“.

“ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალა, შევცვალოთ რუსეთის პოზიცია. თუ მათ გადაწყვიტეს თავიანთი თავის იზოლირება მოახდინონ ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენის ოცნებაში, ვერაფერს გავხდებით“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები