თურქეთში 14 წლის ბიჭი ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 14 წლის ბიჭი ცოცხალი გამოიყვანეს.

როგორც მაშველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, ადგილზე უკვე მძიმე ტექნიკით მუშაობდნენ, მაგრამ ყურს უგდებდნენ ყველა ხმას ნანგრევებიდან. სწორედ ამ დროს გაიგონეს მათ ბიჭის ხმა.

„ნანგრევებში გავთხარეთ გვირაბი და შევძვერით. ბავშვს ჯერ სუნთქვის საშუალება მივეცით, შემდეგ კი გამოვიყვანეთ“ – უამბო ჟურნალისტებს ენგინ ბაირაკმა, ერზერუმის სამაშველო სამსახურიდან.

მაშველების თქმით,  ბავშვი მოსახერხებელ მდგომარეობაში იპოვეს და მას შესამჩნევი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 14 წლის ბიჭი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები