,,ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და თავდასხმად საქართველოზე”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე.

,,თავისთავად, სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე, წინა რეზოლუციებზეც გვქონდა ჩვენ, რომ იქაც რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო, ამ შემთხვევაშიც, პირველივე წინადადება ამ რეზოლუციის ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილ იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა ჩვენ ხომ ვიცით რა არის ჩვენი უახლესი ისტორია, უახლესი ისტორია არის რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა და არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები