„მაგიდასთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ოპოზიცია ზის არაა ჩვენი ადგილი“- გედევან ფოფხაძე

“ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მართავს კონსულტაციებს ჩემთვის მიუღებელია“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე თვლის, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებამდე  მისვლის სურვილი და სიტუაციის ესკალციას ცდილობენ: „მე შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაგიდა არაა ჩემთვის პოლიტიკური პროცესი. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ქვეყანაში ესკალაციას , მათ არ აქვთ არჩევნებამდე მისვლის სურვილი, მაგიდასთან, სადაც  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ოპოზიცია ზის არაა ჩვენი ადგილი “-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები