,,ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება პანდორას ყუთს გახსნის”- ენტონი ბლინკენი

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელს მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ მშვიდობის მისაღწევად პუტინმა ჯერ უარი უნდა თქვას თავის წარმოდგენაზე, რომ უკრაინა „მისი საკუთრებაა”.

„ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ეს გახსნის პანდორას ყუთს მთელს მსოფლიოში, გამოჩნდებიან აგრესორები, რომლებიც იტყვიან – კარგი, ჩვენც ვიზამთ იმავეს და ეს შეგვრჩება“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები