მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა

მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Moldova Liberă იტყობინება, ფრენები ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე შეუძლებელი იქნება.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიშინიოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა უცნობი სადაზვერვო დრონი იყოს, რომელმაც საზღვარი არაღიარებული დნესტრისპირეთის მხრიდან გადაკვეთა.

ამასთან,  ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, ვინც იმყოფებით აეროპორტში, ბორტზე, ან დღეს აპირებთ ფრენას, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თვალი ადევნოთ აეროპორტის საინფორმაციო დაფებს.”- აცხადებენ კომპანიაში.

 

მსგავსი თემები