უკრაინას ყოველთვის აკლია ხალხი ფრონტზე”- ზელენსკი

უკრაინას ყოველთვის აკლია ხალხი ფრონტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს თუ აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს გამოცხადდეს ომში, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს.

„უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს თუ აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს გამოცხადდეს ომში, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს. ეს არის ფაქტი. შემდეგ ან იბრძოლებს, ან იმუშავებს. ჩვენ ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი, რადგან ერთი სამხედროს ხელფასი ექვსი-რვა ადამიანის გადასახდელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები