პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ.  ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკაშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“ – დაწერა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები