,,67 კილოა, ზღვარია, რის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის წონა ზღვარზეა. ალასანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწოდებს, კლინიკა „ვივამედში“ შევიდნენ და საზოგადოებას აჩვენონ, როგორც გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი.

,,კატასტროფული მდგომარეობაა, 67 კილოა ეს ადამიანი. ეს უკვე ის ზღვარია, რის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა, რომლის შემდეგაც სიკვდილის მეტი არარაფერი რჩება. აი, მაინტეერსებს… “რუსთავი2′, ‘იმედი”, თქვენს უფროსებს უთხარით, რომ მოგცენ საშუალება მიხვიდეთ და იქ გადაიღოთ რეალური კადრი და არა ის, რაც გუშინ აჩვენეს. ექთანი იყო იქ დ იმან მითხრა, იმან მომაწოდა ეს ინფორმაცია და არის კატასტროფული მდგომარეობა, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები